კომპანია დაარსდა 1993 წელს. 

1999 წლამდე Facett ეწეოდა სარკის იმპორტს დუბაიდან, ირანიდან და თურქეთიდან.

2000-2005 წლებში ჩვენი კომპანია იყო Techno-Tel-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. 

2005-2010 წლებში ვიყავით Temabanyo-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 

2005 წლიდან Facett-მა დაიწყო სარკის ადგილობირივი წარმოება. ამავე პერიოდიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ DD Company-სთან, სარკის დიზაინის და ტექნიკური ნახაზების შემუშავების მხრივ. 

კომპანიამ მალევე მოიპოვა პრემიუმ ხარისხის მწარმოებლის რეპუტაცია და პერმანენტულად დაიწყო ისეთი მსხვილი პროექტების განხოციელება, როგორებიცაა:

  • ქ. თბილისის მერიის შენობა.
  • "ავერსის" კლინიკები. 
  • კლინიკა "ჯერარსი".
  • საქართველოს თეატრების რეკონსტრუქცია. 
  • ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
  • "ქართუ ჯგუფის" პროექტები.
  • ვაზიანის სამხედრო ბაზა.
  • "პრემიუმ ჯგუფის" სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი. 

ამჟამად ჩვენი კომპანია პროდუქციას აწვდის წამყვან სამშენებლო-მასალების ჰიპერმარკეტებს, რომელთა ჩამონათვალიც შეგიძლიათ შოურუმების განყოფილებაში იხილოთ. 

Facett ასევე მუშაობს წამყვან ქართველ და უცხოელ დიზაინერებთან ინდივიდუალური პროექტების შექმნაზე. 

სამომავლოდ იგეგემება მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნა, სადაც ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი მთელი საწარმოო პროცესი. ამჟამად მიდის მოლაპარაკება და კონსულტაციები წამყვან ევროპულ მწარმოებლებთან ტექნოლოგიური ხაზის მოდერნიზაციის მიზნით, რაც მოგვცემს ნებისმიერი სირთულის პროდუქციის დამზადების საშუალებას. 

Updating…
  • No products in the cart.